დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„ინნ დეველოპმენტი“ ორ საცხოვრებელ კომპლექსს დიღომში აშენებს

0
გაზიარება

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ინნ დეველოპმენტი“ ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია.ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს. კომპლექსი, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სპორტულ მოედანს, პარკინგს, კომერციულ და გამწვანებულ სივრცეებს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და „საქართველოს ბანკის“ პირველი ერთობლივი პროექტი. სამომავლოდაც მათთან თანამშრომლობას და ამავე მიწაზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავთ“-  თამარ კანთელაძემ.

„ „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, “ინნ დეველოპმენტთან” ერთად განვახორციელოთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტია. ეს კი ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმდება 100 ადამიანი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას და ბიზნესის გაძლიერებას“-  ერეკლე ვაშაყმაძემ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!