გალფის 12 სტიპენდიანს ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში უმასპინძლა, სტუდენტობა მიულოცა და თოთოეულს საფეხბურთო მაისური მისივე ხელმოწერით გადასცა საჩუქრად
კომპანია “გალფის” მხარდაჭერით და “არველაძეების ფონდის” ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრნენ იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, სადაც მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრნენ ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე.