Amazon კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შემცირებების პროცესს მიმდინარე კვირიდან დაიწყებს
ამერიკული ონლაინ-რითეილერი Amazon.com Inc აპირებს შეამციროს 10 ათასამდე თანამშრომელი და როგორც ცნობილი ხდება გათავისუფლებები ამ კვირიდან დაიწყება, ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
შემცირებებში პირველ რგიში მოყვებიან განყოფილებები, რომლებიც მოწყობილობბზე მუშაობენ, მათ შორის ხმოვან ასისტენტზე Alexa, ასევე საცალო მიმართულებების თანამშრომლებს.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, Alexa-ს პროექტზე 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, მაშინ როცა ტექნოლოგიების განყოფილება ბოლო რამდენიმე წელია კომპანიისთვის წამგებიანია და წლიურად 5 მლრდ დოლარის ზარალზე მუშაობს.
„მაშინ როცა ნოემბერი ტრადიციულად ვაჭრობის საუკეთესო თვეა კომპანიის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა დემონსტრირებს თუ რამდენად გაუარესებულია მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია,“ – წერს გამოცემა.
Amazon-ში დასაქმებულია 1,5 მლნ ადამიანი.