ამერიკული კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიამ Estee Lauder-მა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოთხთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეიძინა მოდის სახლი Tom Ford-ი. ინფორმაცია ამის შესახებ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
Estee Lauder-ის ისტორიის მანძილზე ეს უმსხვილესი შენაძენია. ინფორმაცია შეძენის მოლაპარაკებებზე ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა, თუმცა მაშინ The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ამის გარანტიები არ არსებობდა, ვინაიდან ბრენდის შეძენას სხვა კომპანიებიც ცდილობდნენ. ამ შენაძენში Estee Lauder-ის მთავარი კონკურენტი უნდა გამხდარიყო ფრანგული Kering-ი, რომელიც ასევე ფლობს კომპანიას Gucci.
Estee Lauder ფლობს 30-მდე ბრენდს, რომელთა შორისაა: MAC Cosmetics , Clinique, ის ასევე აწარმოებს სუნამოებს მოდის სახლებისთვის – DKNY და Tom Ford.