RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა

0
გაზიარება

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,2%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს.

იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნედლეულის 78,8% გადაიქაჩა. ამ მილსადენის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 4.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოთა ბლოკის ნავთობისა და შაჰ-დენიზის საბადოს კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. მასში, ასევე, კომპანია SOCAR-ის ნავთობი გადის. ამასთან, მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც ხდება.

ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია, აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!