საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს 9 თვის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მოცულობამ 2,727 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 2,068 მლრდ აშშ დოლარი.საქართველოდან ევროკავშირის ზონაში 610,414 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 445,002 მლნ აშშ დოლარის.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოში 2,117 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,623 მლრდ აშშ დოლარის.
10 ექსპორტირებული პროდუქტი:
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 297,224 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი – 42,517 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 26,245 მლნ აშშ დოლარი
- ფეროშენადნობები – 24,387 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 23,765 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 18,593 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 17,927 მლნ აშშ დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – 13,076 მლნ აშშ დოლარი
- ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების – 8,941 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 6,726 მლნ აშშ დოლარი
10 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 347,089 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 173,202 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 147,387 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები – 47,331 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 42,858 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 34,502 მლნ აშშ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 33,071 მლნ აშშ დოლარი
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – 29,421 მლნ აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 23,913 მლნ აშშ დოლარი
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი – 22,577 მლნ აშშ დოლარი