2012 წლიდან დღემდე “საკე სუში ბარი” უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და სასიამოვნო ინტერიერით მოწინავე ადგილს იკავებს თბილისში. სუშის მოყვარულებს მრავალფეროვან მენიუს, უგემრიელეს სუშსა და იაპონურ სტილთან მიახლოებულ გარემოს გთავაზობთ
“საკე სუში ბარი” დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესო სუში ბარის სახელს.
„ჩვენი ბარი გახსნა იაპონელმა მზარეულმა, რომელმაც ჩვენ ქართველ ოსტატებს სუშის უმაღლეს დონეზე მომზადება შეასწავლა და დღეს „საკე სუში ბარს“ ქართველი მზარეულები ხელმძღვანელობენ. საკეში პროდუქტებიც უმაღლესი ხარისხისაა და პრეტენზია გვაქვს ქალაქში
საუკეთესო სუში ბარის სტატუსზე. ჩვენს მრავალფეროვან მენიუს ხშირად ვაახლებთ და ასევე გვაქვს გატანის სერვისიც, როგორც სხვადასხვა პლათფორმაზე, ასევე ჩვენი საკუთარი მიტანის სერვისით. ინტერიერი მყუდრო და სასიამოვნოა, მიახლოებული იაპონურ სტილთან.“ – განაცხადა ირინა ქაჯაიამ Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
აღსანიშნავია, რომ ‘საკე სუში ბარი’ ახალი ფილიალის გახსნას გეგმას.
Sake Sushi Bar მდებარეობს რუსთაველზე, ბესიკის 4 #.