ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ ახალი პროექტი წამოიწყო – “ჯანდაცვის ლიგის ლოგო – კლინიკის ხარისხის ნიშანი”.
ჯანდაცვის ლიგის ინიციატივით დამზადდა სპეციალური მანიშნებლები, სტიკერები, რომლითაც მოინიშნება მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელი და მინიჭებული აქვს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მუშაობის უფლება.
კლინიკებს, რომელსაც გადასცემენ ჯანდაცვის ლიგის ლოგოს შემოწმებული იქნება ლიგის მობილური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
მანიშნებლით (სტიკერით) აღნიშნული კლინიკების შემოწმება განხორციელდება გარკვეული პერიოდულობით, კლინიკისთვის სრულიად მოულოდნელად. ასევე, მონიშნული კლინიკების შემოწმება ჯანდაცვის ლიგის მობილური ჯგუფების მიერ მოხდება მათი პანციენტების უკმაყოფილებისა და საჩივრების საფუძველზეც.
დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდით ნომერზე : 599381658