კლინიკა “ოლ დენტი“, რომელიც გამორჩეულია უახლესი აპარატურით,ხელმისაწვდომი სერვისით და რაც მთავარია მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული. პროფესიონალი და გამოცდილი გუნდით მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურეობას სთავაზობს.
კლინიკა“ოლ დენტის” დირექტორი თამარი ყაჭიაშვილი Geobusinessnews.ge-სთან დენტალური იმპლანტაციის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ :
„თანამედროვე სტომატოლოგიაში დენტალური იმპლანტაცია კბილების დეფიციტთან ბრძოლის და კბილთა მწკრივის აღდგენის საუკეთესო მეთოდად ითვლება,რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავირჩიოთ მკურნალობის რამოდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი. განვახორციელოთ მკურნალობა ჩვენთვის სასურველი დროის მონაკვეთში,რათა მივიღოთ მაღალ-ესთეტიური და ხარისხიანი შედეგი“
კლინიკა “ოლ დენტი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის იმპლანტებს,გამოცდილ ექიმთა მომსახურებას და პაციენტის კომფორტისთვის შექმნილ გარემოს.
- იმპლანტით კბილის აღდგენა შეიძლება გარშემო საღი კბილების დაზიანების გარეშე.
- სრულიად უკბილო ყბაზე შესაძლებელია გაკეთდეს მოუხსნელი კონსტრუქცია.
- მაშინაც კი როდესაც ვერ ხერხდება მოსახსნელი პროტეზის მინიმალური დამაგრების მიღება,იმპლანტი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ პროტეზის მაღალი სტაბილიზაცია-დამაგრება.
შ.პ.ს ოლ დენტი “AllDent” 2021 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს: თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიას, იმპლანტოლოგიას და იმპლანტის შემდგომ პროტეზირებას, ორთოდონტიას და ესთეტიკურ სტომატოლოგიას მაღალი დონის მომსახურეობით სთავაზობს.