კომპანია TENO LINES-ის დამფუძნებელი ნონა ხუბულური პროდუქციის გატანას საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში აპირებს, გაყიდვებში კი ქართველი ემიგრანტები იქნებიან ჩართულნი.
„თენო’’ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, მაგრამ ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.
გარდა ზემოთ აღნიშნული პროდუქციისა, „თენო“ კომპანია „ თმასთან“ ერთად აწარმოებს მაღალხარისხიან შამპუნებს, ბალზამებსა და სასტუმროებისთვის საჭირო სხვა პროდუქციას.
ახლა კი პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ აქტიურად გაიყიდება, რაშიც პარტნიორი კომპანიები და ევროპაში მოქმედი ქარხნების იქნებიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტირება 100% საქართველოდან იქნება, რაც საშუალებას აძლევს ქართველ ემიგრანტებს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ საქართველოს და ქართული პროდუქციის გაყიდვაში ჩაერთონ. ევროპაში მოქმედი ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქცია „თენოს“ პროდუქციასთან ერთად საქართველოს გავლით, ქართული მენეჯმენტირებით გაიყიდება.
„გვაქვს იდეა ჩვენი პროდუქციის გაყიდვებში ჩაერთონ ქართველი ემიგრანტები. ჩვენ ვასწავლით მათ ყველაფერს რაც საჭიროა გაყიდვებისთვის, როგორ ესაუბრონ მყიდველს, რაზე გაამახვილონ ყურადღება და რა არის საჭირო წარმატებული გაყიდვებისთვის, ეს ყველაფერი კი დაეხმარებათ მათ უფრო მეტი გამოიმუშაონ და თან ჰქონდეთ მეტი სიახლოვე საქართველოსთან“ – განაცხადა კომპანია „თენოს“ დამფუძნებელმა ნონა ხუბულურმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
მოლაპარაკებების დასრულებისთანავე კომპანია „თენო’ მზად არის ევროპაში წარმოების გასატანად. პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანა კი საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქართული წარმოების პოპულარობას შეუწყობს ხელს.