Goldman Sachs-ის კვლევამ 786 ჰეჯ-ფონდის აქციები მოიცვა, რომელთა ჯამური მოცულობა 2,3 ტრილიონი დოლარია – წერს MarketWatch. კვლევიდან ასევე გაირკვა, რომ 82 ჰეჯ-ფონდის წილი ფიქსირდებოდა Microsoft-ის აქციებში, ხოლო Amazon-ის აქციები 79 ჰეჯ-ფონდის წილში. 2022 წელს Microsoft უკეთეს დინამიკას აჩვენებს, ვიდრე მისი კონკურენტი, თუმცა წელი მთლიანობაში რთული გამოდგა IT-სექტორისთვის. მიმდინარე წელს Microsoft-ის კაპიტალიზაცია შემცირებულია 28%-ით, ხოლო Amazon-ის 45%-ით.
ლიდერთა ხუთეულშია Uber Technologies და Netflix Inc. ყველაზე დიდი მოცულობა მოკლე აქციებში კი ფიქსირდება სანავთობო კომპანიებში Exxon Mobil, Occidental Petroleum და Chevron Corp.ჰეჯ-ფონდები ფლობენ აქციების კაპიტალის 28% რითეილ კომპანიაში Bath & Body Works, ეს არის ყველაზე მაღალი აქციების კონცენტრაცია ფონდების ხელში.