დღის სიახლეებისიახლეები

Bitcoin-ის ღირებულება 5.2%-ით, 16,500 დოლარამდე გაიზარდა

0
გაზიარება

ბოლო 24 საათში Bitcoin-ის ღირებულება 5.2%-ით, 16,500 დოლარამდე გაიზარდა. მცირედით გაძვირების მიუხედავად, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი მაინც მკვეთრად დაკლებულია და 5 ნოემბრის შემდეგ 24.5%-ითაა გაუფასურებული. ციფრული ვალუტების ფასზე ნეგატიურად აისახა რიგით მეორე კრიპტობირჟის, FTX-ის გაკოტრება. FTX-ის შეძენას Binance აპირებდა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეიცვალა და Binance-ის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების გამო გადაიფიქრეს.

გაკოტრების საფრთხის წინაშე პლატფორმა Genesis Global-ია, რომელიც ერთგვარი ბანკის ფუნქციას ასრულებს კრიპტოინდუსტრიაში. კომპანიამ უკვე განუცხადა ინვესტორებს, რომ თუ 1 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზებას ვერ შეძლებს, გაკოტრების გამოცხადება მოუწევს. Genesis-ის ლიკვიდურობის კრიზისის მიზეზი, თავის მხრივ, FTX-ის მოულოდნელი ჩამოშლაა, რომლის სავაჭრო ანგარიშზეც კომპანიას 175 მილიონი დოლარი ჰქონდა განთავსებული.

Genesis კრიპტოსამყაროს სტაბილურობის ერთ-ერთ საზომად ითვლება და მისი პრობლემები მთლიანი ინდუსტრიის მდგომარეობასაც ასახავს. შესაბამისად, კრიზისი ერთი კომპანიიდან მეორეზე სწრაფად და ჯაჭვურად ვრცელდება.

კრიპტოვალუტის ფასის ცვლილება ბოლო 24 საათში:

  1. Bitcoin – ზრდა – 5.2%, ღირებულება – 16,494 დოლარი;
  2. Ethereum – ზრდა – 6.6%, ღირებულება – 1,161 დოლარი;
  3. Tether – 0%, ღირებულება – 1 დოლარი;
  4. BNB – ზრდა – 7.6%, ღირებულება – 272 დოლარი;
  5. USD Coin – 0%, ღირებულება – 1 დოლარი;
  6. Binance USD – ზრდა – 0.1%, ღირებულება – 1 დოლარი;
  7. XRP – ზრდა – 6.3%, ღირებულება – 0.378 დოლარი;
  8. Dogecoin – ზრდა – 9.9%, ღირებულება – 0.081 დოლარი;
  9. Cardano ADA – ზრდა – 4.6%, ღირებულება – 0.316 დოლარი;
  10. 10. Polygon – ზრდა – 9.6%, ღირებულება – 0.086 დო

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!