RSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებისიახლეები

შვედეთში გეიმერებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ცენტრი იხსნება,კიბერსპორტი და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთს შეერწყმება

0
გაზიარება

შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გეიმერის (მოთამაშე) საზოგადოების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით ქალაქში სპეციალური ცენტრი იხსნება, სადაც გეიმერები თავიანთ „კოლეგებთან“ საუბარს შეძლებენ, გარე თამაშებს ითამაშებენ და ჯანსაღ საკვებს მიიღებენ – „ევროპულსი“

გეიმერი საზოგადოების წევრები ერთმანეთს ონლაინით რეგულარულად უკავშირდებიან, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებენ, რამაც მათში შესაძლოა, იზოლაციისა და მარტოობის გრძნობა გააძლიეროს – ინიციატორების შეფასება

ახალ ცენტრში, რომლის ფართობი 3000 კვადრატულ მეტრზე მეტია, კიბერსპორტი და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთს შეერწყმება.კომპიუტერული თამაშების ოთახების გვერდით ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ასევე, ჯანსაღი კვების კაფე მოეწყობა.

კომპიუტერული თამაშები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში და არა მხოლოდ გასართობი ინდუსტრიის, არამედ მთლიანად ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება-„ევროპულსის“

ბოლო კვლევების მიხედვით  ფსიქიკაზე ვიდეოთამაშების უარყოფითი გავლენის შესახებ შეფასებები გადაჭარბებულია. კერძოდ, 2018 წელს, გერმანიის მაქს პლანკის საზოგადოების ადამიანის ევოლუციის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობრივი ვიდეოთამაშებიც კი არ ზრდის (ყოველ შემთხვევაში, მოზრდილებში) მოთამაშეების ძალადობის დონეს რეალურ ცხოვრებაში.შვედი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით, თინეიჯერ მოთამაშეებს ისეთივე ბევრი მეგობარი ჰყავთ, რამდენიც მათ არამოთამაშე თანატოლებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!