ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს.
„საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, რადგან მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში შეძლონ საჯარო სამსახურებმა ფუნქციონირება. ეს წელი გამონაკლისია უშუალოდ ჯარისთვის, პოლიციისთვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის. არსებული რეალობიდან და რისკებიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.