დღის სიახლეებიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

ნატალი მერკვილაძე – ექიმი კოსმეტოლოგი, ინექციური კოსმეტოლოგიის ტრენერი

0
გაზიარება

ფილერი არის მსოფლიოში აპრობირებული, წლების განმავლობაში გამოყენებადი , ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატი (Filler – შემავსებელი), რომელიც ავსებს ღრმა ნაოჭებს, ახდენს სახის დაკარგული მოცულობის აღდგენას და ახორციელებს სასურველი ზონის კონტურულ პლასტიკას.

ესთეტიკური მედიცინის ევროპულ ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი, ნატალია მერკვილაძე Geobusinessnews-სთან  ბუნებრივი შემავსებელზე- ფილერსა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს

„ფილერი არის მსოფლიოში აპრობირებული, წლების განმავლობაში გამოყენებადი , ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატი (Filler – შემავსებელი), რომელიც ავსებს ღრმა ნაოჭებს, ახდენს სახის დაკარგული მოცულობის აღდგენას და ახორციელებს სასურველი ზონის კონტურულ პლასტიკას.ფილერი თანამედროვე ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ნამდვილი აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა ქალბატონებში, ვინაიდან ის ნაოჭების შევსებასა და სახის რემოდელირებას ქირურგიული ჩარევის გარეშე, მარტივად და უმტკივნეულოდ უზრუნველყოფს“

ფილერი გამოიყენება ცხვირ-ტუჩის, საფეთქლების, შუბლის ზონის ნაოჭების შესავსებად. ყვრიმალების, ნიკაპისა და ქვედა ყბის კორექტირებისთვის. ასევე, ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველობის პრეპარატი საუკეთესოა ცხვირის კორექციისა და ტუჩის მოცულობის გაზრდისთვის.

 „როგორც წესი, პრეპარატის ხარისხს ესთეტიკურ მედიცინაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გამოვიყენოთ ბიოდეგრადირებადი ფილერები ანუ მხოლოდ ის რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს, როგორც საკუთარს და არ ჩართავს იმუნურ რეაქციებს. ასეთ ფილერს შეუძლია აღადგინოს ქსოვილის მოცულობა მაღალი ესთეტიკით, შეინარჩუნოს ფორმა და ქსოვილებთან ინტეგრირდეს 100% შეთავსებით“- ნატალი მერკვილაძე

ესთეტიკური მედიცინის ევროპულ ცენტრში, როგორც ევროპაში (საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია) ასევე კორეაში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დამზადებული ფილერები გამოიყენება, რაც პაციენტებს უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას აძლევს. მაღალია პრეპარატის ეფექტურობაც და მისი მოქმედების ვადა 12-დან 18 თვემდე აღწევს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!