კომპანია iPhone 14 Pro-ს წარმოება მიმდინარე წელს შესაძლოა, 6 მილიონით ჩამორჩეს დაგეგმილ დონეს, რომლის მიზეზიც ტაივანის ქალაქ ჩჟენჩჟოუში კომპანია Foxconn Technology Group-ის საწარმოში არსებული უწესრიგობაა – Bloomberg
დანაკარგები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებს Foxconn დაასტაბილუროს სიტუაცია მასობრივი პროტესტის შემდეგ და დააბრუნოს თანამშრომლები საწარმოში.
Foxconn-ის საწარმო არის ამერიკული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელების iPhone 14 Pro და Pro Max დეტალების ძირითადი მწარმოებელი კომპანია. სააგენტო აღნიშნავს, რომ ნოემბრის დასაწყისში Apple-მა შეამცირა მიმდინარე წელს iPhone 14-ის ყველა ვერსიის წარმოების მიზნობრივი მაჩვენებელი 90 მილიონიდან 87 მილიონამდე სწორედ ჩჟენჩჟოუს ქარხანაში არსებული პრობლემის გამო.
ქარხანაში არსებული პრობლემის გამო მიმდინარე წელს 6 მილიონით ნაკლებ iPhone-ს გამოუშვებს და აღნიშნული დანაკლისის კომპენსირებას 2023 წელს შეეცდება- Bloomberg
აღნიშნული ქარხნის თანამშრომლები თითქმის ორი კვირით იყვნენ გამოკეტილები საწარმოში COVID-19-ით გამოწვეული კარანტინის გამო. ზოგიერთი მათგანი ცუდი პირობების გამო გამოხატავდა უკმაყოფილებას და სურსათის უკმარისობის გამო, ნაწილი კი თავს იკავებდა საწარმოში დაბრუნებისგან, რომ არ დაინფიცირებულიყო. ოქტომბრის ბოლოს ხალხმა მასობრივად დაიწყო საწარმოს დატოვება მიუხედავად კარანტინისა, ამის შემდეგ კი ქარხანაში დაიწყო საპროტესტო აქცია გადაუხდელი ხელფასების გამო, რომელიც მათ დააკლდათ კოვიდ შეზღუდვების შედეგად.