ევროკომისია, განახლებული ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, 5G სიხშირეების იდენტიფიცირების წინადადებით გამოდის, რაც ფრენების დროს მობილური ტელეფონებისა და სხვა ქსელური მოწყობილობების გამოყენების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.კლიენტებს სატელეფონო ზარების და ტექსტური შეტყობინებების განხორციელების, მიღების, ასევე, მონაცემთა ისეთივე გამოყენების უფლებას მისცემენ, როგორც ამას მომხმარებლები მიწაზე აკეთებენ. სერვისი განხორციელდება სპეციალური ქსელური მოწყობილობით, სახელწოდებით, „pico-cell,“ რომელიც თვითმფრინავის ბორტსისტემას სატელიტის საშუალებით მიწასთან აკავშირებს.
ევროკომისიის გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავში ტელეფონების გამოყენება უფასო იქნება. ფიჭური კომპანიები და ავიახაზები, სავარაუდოდ, სპეციალურ ტარიფს შემოიღებენ, რადგან კავშირი შესაძლოა, რამდენიმე ქვეყნის ქსელთან დაკავშირებას მოიცავდეს, რაც როუმინგის ხარჯებს წარმოქმნის. ამასთან, ავიაკომპანიებს მოუწევთ დიდი ინვესტიციის ჩადება აღჭურვილობაში, რომელიც სახმელეთო მობილურ ქსელს თვითმფრინავთან ფრენის დროს დააკავშირებს.
ევროკომისიას ახალი წესი საავტომობილო ტრანსპორტისთვისაც შემოაქვს: 5 გჰც სიხშირის დიაპაზონის Wi-Fi მანქანებში, ავტობუსებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში იმუშავებს.
ევროკომისიის მიერ გამოცხადებული წინადადებები ძალაში არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისამდე შევა.