მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის- FTX-ის გაკოტრებამ კრიპტოსამყარო ქაოსში მოაქცია და ინვესტორებმა პანიკურად დაიწყეს თანხების გატანა.
მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის ნოემბერში ინვესტორებმა იმგვარი პლატფორმებიდან, როგორებიცაა Grayscale Investments, CoinShares International Ltd. და სხვა, 19.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გაიტანეს. ეს კი კრიპტო ფონდების აქტივების 14.5%-ია.ამის ერთ-ერთი მიზეზი Digital Currency Group-ისა და Genesis Trading-ის – Grayscale-ის მშობელი და მონათესავე კომპანიების – შესაძლო ზეგავლენა იყო FTX-სა და მთლიან ბაზარზე“,-CryptoCompare-ის ანგარიშის თანახმად.
FTX დაახლოებით 2 კვირის წინ გაკოტრდა, რასაც წინ უძღოდა მისი შვილობილი კომპანიის, Alameda Research-ის შესახებ Coindesk-ის სკეპტიკური ანგარიში. გამჟღავნდა, რომ Alameda-ს 5.8 მილიონი დოლარის აქტივები მიბმული იყო FTX-ის ტოკენზე, FTT-ზე, რის შემდეგაც ინვესტორებმა სასწრაფოდ თანხის გატანა დაიწყეს. მოგვიანებით, ბენქმენ-ფრიდმა VOX-ის რეპორტიორთან დაადასტურა, რომ ვაჭრობისთვის პლატფორმის მომხმარებლების აქტივები FTX-ის შეძენას Binance აპირებდა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და უმსხვილესი კრიპტობირჟის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების დაწყების გამო გადაიფიქრეს. გაკოტრების შემდეგ FTX-ის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა.
კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად დაეცა. ბენქმენ-ფრიდის ქონება კი $17 მილიარდიდან $1 მილიარდამდე რამდენიმე დღეში შემცირდა.