მეხანძრეებისთვის დამატებითი რეალობის სათვალე შეიქმნა, რომელიც მათ ჰოლოგრამის სახით ზუსტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება-„ევროპულსი“.
ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე ჩაფხუტს ჩაშენებული სათვალეებით მოირგებს, რომელიც მას რეალურ დროში შენობის კომპიუტერულ გეგმას და საორიენტაციო ისრებს უჩვენებს. ეკრანზე გამოსახული ისრების გამოყენებით მეხანძრეს ზუსტად ეცოდინება ჰიდრანტების, გაზის ან ელექტროგადამცემების მდებარეობა, ასევე, საევაკუაციო გასასვლელებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების განლაგება, ხოლო მათი მდებარეობა მობილური ტელეფონის სიგნალით დადგინდება.
ჰოლოგრამები ხელს არ შეუშლის რეალური სიტუაციის აღქმას, რაც მეხანძრეს საშუალებას მისცემს, ხანძრის ჩაქრობაზე სრულად კონცენტრირდეს. დამატებითი რეალობის სათვალეები მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობის ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება.
„ვირტუალური და დამატებითი რეალობის ტექნოლოგიები ევროპაში აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, 2021 წლის მარტში ევროკომისიამ ე.წ. ვირტუალური დამტვერიანობის პარკი გახსნა, სადაც მომხმარებელს შეუძლია, გაიგოს, რა მოუვა პლანეტას, თუ მასზე დამტვერავი მწერები არ იარსებებენ. ამასთან, იმავე წლის ივნისში კვიპროსში ჩაუშვეს აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ქვეყნის ისტორიულ ადგილებს VR ტექნოლოგიების გამოყენებით აცნობს“-ევროპულსი