ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება,რომლისთვისაც დაახლოებით 21 მლნ ლარია გამოყოფილი.
„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. ქალბატონი თეა იყო ჩასული ქუთაისში. ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 21 მლნ ლარია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.