გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 პროცენტით გაიზარდა.ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის მე-3 კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.8 პროცენტით მეტია-საქსტატი
„2022 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 61.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 21.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9 პროცენტი, საშუალოზე – 23.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.1 პროცენტი.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი;
მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი
2022 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.5 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2022 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22.7 პროცენტი) და ვაჭრობა (19.4 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2022 წლის მე-3 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.7 და 10.1 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.5 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.2 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც,“- „საქსტატის“