ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს, რომლებიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება.
„სისტემით მომსახურებისთვის კომერციული ბანკებისთვის დადგენილია მომსახურების ტარიფები, რომელიც კვირის სამუშაო დღეებში, 9:00 საათიდან 17:45 საათამდე შუალედში შეადგენს 10 თეთრიდან 20 თეთრამდე.2022 წლის ნოემბერს, RTGS სისტემის შესაბამის წესებში განხორციელდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა მომხმარებლებისთვის დასადგენი მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვრები მომხმარებლის ტიპის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) და თანხის სიდიდიდან გამომდინარე იმ გადარიცხვებისთვის, რომლებიც RTGS სისტემის საშუალებით განხორციელდება,“- სებ
მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე – არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში – არაუმეტეს 50 ლარი.
ცვლილება 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც გულისხმობს ხარჯზე დაფუძნებული ტარიფების მიდგომის შემოღებას, კონკურენციის ხელშეწყობას და ბანკთაშორისი გადარიცხვების ბარიერების შემსუბუქებას.