დღის სიახლეებისიახლეები

„ნიკორამ“ 35 მილიონი ლარის ოდენობის 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

0
გაზიარება

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 წარმატებული განთავსებაა ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე, საიდანაც ოთხი უკვე წარმატებით ჩაიხურა და ორი დადგენილ გრაფიკს მიყვება. ჯამურად, 2016 წლიდან, „ნიკორა ჯგუფს“ ლარში, 123 მილიონი ლარის ოდენობის, ხოლო დოლარში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული.

უკანასკნელ ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.

„ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან იქნეს არიდებული სავალუტო რისკები. ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3-თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა.აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 წარმატებული განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.„ნიკორა“ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე და წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ყოველ ჯერზე დაინტერესება ძალიან მაღალია. ფასიანი ქაღალდების გამოშვება საშუალებას გვაძლევს მოზიდული რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და წარმატებული საქმიანობისთვის“-სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი

ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.ახალ წარმოებაში ჩადებული ინვესტიცია საკმაოდ მასშტაბურია და ის 30 მილიონ ლარს უტოლდება. საწარმო 6 000 კვ.მ. ფართზე განთავსდება. ეს იქნება არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ყველაზე მაღალი დონის და მაღალტექნოლოგიური საწარმო. შედეგად, წარმოების მასშტაბი მინიმუმ 40%-ით გაიზრდება. დაგეგმილია ახალი და განსხვავებული პროდუქტების წარმოება, რის საშუალებასაც ჩვენი დღევანდელი საწარმო არ იძლევა. გაიზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!