საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: პირველ ადგილზეა ესპანეთი – 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 %), ხოლო მესამეზე ირლანდია – 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.
- აშშ – 8.7%
- ნიდერლანდები – 6.4%
- რუსეთი – 5.6%
- იაპონია – 4.%
- ჩეხეთი – 3.3%
- ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) – 2.4%
- დანია – 1.3%
- დანარჩენი ქვეყნები – 13.5%
ასე გამოიყურება უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.