ავსტრიამ და ჰოლანდიამ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების მოთხოვნა დაბლოკეს,რის შედეგად, ეს ორი ქვეყანა კვლავ უპასპორტო ზონის მიღმა დარჩნენ.
ხორვატიამ კი ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო და შენგენის ზონას 2023 წლის იანვრიდან შეუერთდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
„რუმინეთი და ბულგარეთი ასრულებენ ყველა მოთხოვნას. ისინი ამ დღეს დიდი ხანია ელოდებოდნენ. ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეები იმსახურებენ შენგენის ზონის წევრობას”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონმა.
ნეგატიური დასკვნა, მტკივნეულ პოლიტიკურ მარცხს წარმოადგენს, როგორც რუმინეთისთვის, ასევე ბულგარეთისთვის, რომლებიც ევროკავშირს ხორვატიამდე ექვსი წლით ადრე შეუერთდნენ.