ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამ ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი უზრუნველყო, თუმცა მომავალ წელს შესაძლოა, გაზის დეფიციტის წინაშე დადგეს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თქმით, ევროკავშირი 2023 წელს შესაძლოა 27 მილიარდი კუბური მეტრის დეფიციტი წინაშე აღმოჩნდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაზის მიწოდება “უსაფრთხოა ამ ზამთრისთვის” და ბლოკი შემდეგი ზამთრისთვის ემზადება.