დღის სიახლეებისიახლეები

2026 წლამდე რამდენიმე სახის საგადასახადო შეღავათი გაგრძელდება

0
გაზიარება

2026 წლის 1-ელ იანვრამდე საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის – მოგების და ქონების გადასახადში გაგრძელდება.

ასევე, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის/არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თუ ფასიანი ქაღალდი გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე.

თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც უცხოური წარმოშობის თამბაქოს ნედლეულს მოიხმარს, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება.

2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება ბაზრობებზე ვაჭრობისას ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, ხოლო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება აღნიშნულ ვადამდე (2026 წლის 1 იანვრამდე) სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.

2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა.ასევე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს – საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!