საუდის არაბეთის სუვერენული ფონიდ PIF სამეფოში ახალი ცათამბჯენის აშენებას აპირებს, რომლის სიმაღლე 2 კმ-ზე მეტი იქნება და ორჯერ მაღალი იქნება ამ დროისთვის მსოფლიოს უმაღლეს შენობაზე – 828-მეტრიან Burj Khalifa-ზე-ინფორმაციას ჟურნალი Middle East business intelligence ავრცელებს.
PIF განიხილავს 18 კვ/კმ ფართის შენობის აშენებას ერ-რიადის ჩრდილოეთში. პროექტი შეფასებულია 5 მლრდ დოლარად და ჟურნალის წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი 1 მლნ დოლარის შენატანით. კონკურსში მონაწილეობას აპირებენ ამერიკული კომპანიები Skidmore, Owings & Merrill, Adrian Smith & Gordon Gill Architecture, Kohn Pedersen Fox и Gensler; 10Design, რომელიც შედის ფრანგულ კონგლომერატში Egis და დუბაიური ფირმა Killa Design.
დღეისათვის საუდის არაბეთის უმაღლესი შენობაა სამეფო კოშკი, რომელიც მექაში მდებარეობს და რომლის სიმაღლე 601 მეტრია.