„ელპოზოს“ პროდუქცია გლუტენსა და გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს არ შეიცავს,68 წლიანი ისტორიის მანძილზე წარმოების მაღალ სტანდარტს ინარჩუნებს და ხორცპროდუქტებით 80 ქვეყანა მარაგდება, რომელთა შორის რამდენიმე წელია საქართველოცაა.
„ელპოზოს“ სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის ახალი, გაუყინავი ხორცისგან იწარმოება. ამიტომ, ფარშირებული ხორცის შეკვრას და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემას, სპეციალური დანამატები არ სჭირდება. როგორც აღვნიშნეთ, „ელპოზოს“ პროდუქცია არც გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებსა და გლუტენს შეიცავს, რასაც მისი GMO Free-სა და Gluten Free-ს დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მოწმობს. ბრენდი უარს ამბობს კონსერვანტებზე, ფერისა და გემოს გამაძლიერებლებზე და სხვა ტიპის დანამატებზეც. „ელპოზო“ საკუთარ ფერმებსა და მინდვრებს ფლობს, რაც შესაძლებლობას აძლევს სრული კონტროლი ჰქონდეს ცხოველთა მოვლის პროცესზე. მათთვის დანამატებისგან თავისუფალ საკვებს თავად კომპანია აწარმოებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფერმებში ცხოველთა სრულფასოვან მოვლასაც.
„ელპოზოს“ აქვს სპეციალური წარმოების ხაზებიც. ერთ-ერთია დიაბეტური და დიეტური – Bien Star-ი, რომელიც ინდაურის გულმკერდისგან მზადდება, არის სრულიად უცხიმო და უმარილო ან ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი. გამორჩეული ხაზია მისი პრემიუმ ხარისხის „არტესანოც“, რომელიც ინდაურის უცხიმო და უმარილო გულმკერდის ლორებს მოიცავს. „ელპოზოს“ ხორცპროდუქტებში ნახავთ ისეთებსაც, რომლებიც სრულიად თავისუფალია შაქრისა და ლაქტოზისგან.
„ელპოზოს“ ხორცპროდუქტების ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი ევროპროდუქტია, მისი პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანიც სწორედ მის მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ. აქ ნახავთ ღორისა და ინდაურისგან დამზადებულ ხორცპროდუქტებს, მათ შორის, მისი დიაბეტური და დიეტური ხაზის – Bien Star-ისა და პრემიუმ ხაზის „არტესანოს“ ფართო ასორტიმენტს.