დღის სიახლეებისიახლეები

2022-2023 წლების სათხილამურო სეზონებზე აბონემენტის ფასები

0
გაზიარება

საქართველოს სათხილამურო კურორტებზე აბონემენტის ფასები: ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და მესტიის 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონებზე:

გუდაური

1 ასვლა უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 14 ლარი, კობის გადმოსახედიდან ორივე გზა 45 ლარი უფროსებისთვის და 35 ლარი ბავშვებისთვის. 4 დღეს სეზონზე 260 ლარი უფროსებისთვის და 130 ლარი ბავშვებისთვის, 6 დღე – 340 ლარი უფროსებისთვის და 170 ბავშვებისთვის. ღამით სრიალის შემთხვევაში, 30 ლარის გადახდა მოუწევთ მოზრდილებს, ხოლო 15 ლარის – ბავშვებს. სტუდენტებისთვის სეზონური მულტიქარდის ღირებულება 270 ლარს შეადგენს.

მესტია

1 ასვლა თეთნულდსა და ჰაწვალზე 10 ლარი ღირს უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, 1 დღის ღირებულება კი 50 ლარია უფროსებისთვის და 25 ბავშვებისთვის. 4 დღე 184 ლარი ღირს უფროსებისთვის და 92 ლარი ბავშვებისთვის, 7 დღის ღირებულება 268 ლარს შეადგენს, ხოლო ბავშვებისთვის – 134 ლარს. ღამის სრიალის მოყვარულთათვის ღირებულება 30 ლარს შეადგენს, ხოლო სტუდენტური სეზონური მულტიქარდი 180 ლარი ღირს.

გოდერძი

1 ასვლა, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის 5 ლარი ღირს, 1 დღე – 30 ლარი უფროსებისთვის და 15 ლარი ბავშვებისთვის, 4 დღე – 111 ლარი უფროსებისთვის და 56 ლარი ბავშვებისთვის, 7 დღე კი – 160 ლარი უფროსებისთვის და 80 ლარი ბავშვებისთვის.

სტუდენტური მულტიქარდი 100 ლარი ღირს.

ბაკურიანი

1 ასვლა უფროსებსაც და ბავშვებსაც ბარკოდით 10 ლარი დაუჯდებათ, 1 დღე მულტიქარდით უფროსებისთვის 55 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის 28 ლარი ჯდება, 4 დღე – 204 ლარი უფროსებისთვის და 102 ლარი ბავშვებისთვის. 7 დღე – 296 უფროსებისთვის და 148 ლარი ბავშვებისთვის.

ოჯახური პაკეტით სარგებლობა: 2+2 ან 2+3 წევრის არსებობის შემთხვევაში 135/160 ლარი.

ღამით სრიალის მოყვარულებისთვის 30 ლარი, ხოლო ტობოგანი როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის 10 ლარი ღირს.

სტუდენტებისთვის სეზონური მულტიქარდის ფასი 180 ლარს შეადგენს.

სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კურორტის მომსახურე პერსონალი – საბაგიროს მემანქანე ოპერატორები, ელექტრიკოსები, მოლარეები, მაშველები – კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადდნენ. ამასთან, სვანეთში ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და მულახი-თეთნულდის დამაკავშირებელი საბაგიროს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!