ევროპის ავტომობილის მწარმოებელთა ასოციაცია ACEA ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გასულ თვეში ახალი ავტომობილების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 16,3%-ით გაიზარდა.რაც შეეხება გაყიდული ავტომობილების რაოდენობას, მიმდინარე წლის ნოემბერში 829 527 ეგზემპლარი გაიყიდა, მაშინ როცა 2021 წლის ნოემბერში 713 273 იყო.
ზრდა დაფიქსირდა ბაზრის ოთხივე წამყვან ქვეყანაში: გერმანიაში – 31,4%-იანი, იტალიაში – 14,7%-იანი, საფრანგეთსა და ესპანეთში კი შესაბამისად, 9,8%-იანი და 10,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ჯამში მიმდინარე წლის 11 თვეში, ევროკავშირში რეალიზებულია 8,3 მლნ ავტომობილი, რაც 6,1%-ით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება მთლიანად ევროპის მასშტაბს, მხოლოდ ნოემბერში გასულ თვეში რეალიზებულია 1 014 630 ავტომობილი, რაც წლიურ ჭრილში 17,4%-იანი კლებაა. მთლიანად, იანვარ-ნოემბერში კი რეალიზებულია 10,1 მლნ-მდე ავტომობილი, შესაბამისად, კლება 5,8%-ია.