დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის 10 თვეში ყავის იმპორტი 19%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

ყავის მსოფლიო მოხმარება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე წელიწადში 1-2%-ით გაიზრდება. ინფორმაციას ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO) აღმასრულებელი დირექტორი, ვანუსია ნოგეირი ავრცელებს.

მსოფლიოს ანალოგიურად ყავაზე იზრდება მოთხოვნა საქართველოშიც, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს.2022 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყავის იმპორტი 19%-ით, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი 9,2%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს 10 თვეში საქართველოში 6 066 ტონა (22,092 მლნ დოლარი) ყავა შემოვიდა, 2021 წელს – 5 101 ტონა (14,867 მლნ დოლარი), 2019 წელს კი 5 260 ტონა (14,555 მლნ დოლარი).

2022 წელს საქართველომ მოხალული ან მოუხალავა ყავა მსოფლიოს 32 ქვეყანაში იყიდა.

ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა:

  1. ინდონეზია – 3 143 ტონა (7,697 მლნ დოლარი)
  2. ვიეტნამი – 691 ტონა (1,681 მლნ დოლარი)
  3. რუსეთი – 506 ტონა (2,713 მლნ დოლარი)
  4. გერმანია – 359 ტონა (2,455 მლნ დოლარი
  5. სომხეთი – 279 ტონა (962,6 ათასი დოლარი)
  6. უგანდა – 240 ტონა (597,6 ათასი დოლარი)
  7. იტალია – 212 ტონა (2,428 მლნ დოლარი)
  8. შვეიცარია – 158 ტონა (543,5 ათასი დოლარი)

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!