კომპანია Twitter-ის ოფისი ახალი ინვესტორების ძიების პროცესშია,რომლის მიზეზი კი კომპანიიდან სარეკლამო დამკვეთების გადინება გახდა – Semafor
ოფისის ხელმძღვანელმა, ჯარედ ბიორჩელმა პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა შეიძინონ კომპანიის აქციები – ცალი 54,2 დოლარად. ზუსტად ამდენი გადაიხადა მასკმა ოქტომბერში კომპანიის თითო აქციაში მისი შეძენის დროს, რათა ის კერძო კომპანია გაეხადა. Tesla-ს ინვესტორი, როს გერბერი, რომელმაც მანამდე 1 მილიონი დოლარის Twitter-ის აქცია შეიძინა, აცხადებს, მას კვლავ დაუკავშირდნენ კომპანიიდან, რათა კიდევ 1 მილიონი დოლარის აქცია შეიძინოს.
სააგენტო Reuters-ი აზუსტებს, რომ Twitter-ი ამ დროისთვის სარეკლამო დამკვეთების არსებით გადინებას უჩივის,მიზეზი კი მისი ახალი მფლობელის მიდგომებია, რომელიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამან კი სერიოზული გავლენა მოახდინა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მისი ვალების გასტუმრების შესაძლებლობაზე, რომელიც ახლა 13 მლრდ დოლარია.