საინვესტიციო კომპანია Advent International-ი თანამგზავრული ტექნოლოგიების ამერიკულ კომპანია Maxar Technologies Inc-ს 6,4 მლრდ დოლარად ყიდულობს.კომპანია მზადაა გადაიხადოს 53 დოლარი Maxar-ის ცალ აქციაში, რაც 129%-ით მეტია მის 15 დეკემბრის ღირებულებაზე – წერია Maxar-ის პრეს-რელიზში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა Advent-ის წინადადებას. მხარეები კონტრაქტის გაფორმების დასრულებას 2023 წლის ნახევრისთვის აპირებენ, რის შემდეგაც Maxar-ი არასაჯარო კომპანია გახდება.
„კონტრაქტის გაფორმების შემდეგ Maxar-ი შეძლებს Advent-ის არსებითი რესურსების, ოპერაციული ექსპერტიზისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონტრაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე Maxar-ის აქციები 122,6%-ით გაძვირდა. წლის განმავლობაში კი კომპანიის ღირებულება 22%-ით არის შემცირებული.