დღის სიახლეებიესთეტიკაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

სიმართლე ფილერის შესახებ-ქეთევან ბოჭორიშვილი ექიმი-კოსმეტოლოგი

0
გაზიარება

ფილერი არის გელი, რომელიც რბილი ქსოვილების დეფიციტს ავსებს. ის არა მარტო სახეზე,არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელადაც გამოიყენება.ფილერი საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ტუჩის, ყვრიმალის, სახის ქვედა მესამედის ოვალის,ცხვირის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წვრილი მიმიკური ნაოჭების მოცულობა და ფორმა.ასევე შესაძლებელია გამაახალგაზრდავებელი პროცედურის ჩატარება პლატიზმაზე და დეკოლტეზე.

რომელ ესთეტიკურ ამოცანებს ხსნის ფილერი, ყველას სჭირდება თუ არა ის და რა სავარაუდო გართულებები/უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს – ამ თემებზე ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი-კოსმეტოლოგი ქეთევან ბოჭორიშვილი Geobusinessnews.ge-სთან საუბრობს

„ფილერით შესაძლებელია როგორც თანდაყოლილი, ტრამვისა და დამწვრობისგან მიღებული დეფექტების გამოსწორება ასევე, ხელის მტევნების გაახალგაზრდავებაც.დღესდღეობით ფილერი გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში (მაგალითად, გინეკოლოგია,უროლოგია, ტრამვატოლოგია, ოფთალმოლოგია) ქსოვილის ორგანული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფილერი ვერ შეცვლის ბოტოქსის ინექციებს. კუნთების მიმიკური აქტივობა შემავსებლის შეყვანის შემდეგ არ შეიცვლება. მეტიც, ძალიან აქტიური სახის კუნთების შემთხვევაში,პრეპარატს შეუძლია მიგრაცია. აქ უფრო შესაფერისია სხვა სქემა: ჯერ ტარდება A ტიპის ტოქსინის ინექციები, ორი კვირის შემდეგ კი, თუ ნაოჭების პრობლემა სრულად არ ალაგდება, ტარდება შემავსებლის ინექციის პროცედურა. ბოტოქსის შემავსებლებით ჩანაცვლება რეკომენდებულია მხოლოდ ტოქსინის მიმართ წინააღმდეგობის (ანუ იმუნიტეტის) შემთხვევაში“ – ქეთევან ბოჭორიშვილი

თანამედროვე ესთეტიკური კოსმეტოლოგია მომხმარებლებს სხვადასხვა საინექციო პრეპარატების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სახისა და კისრის კონკრეტულ ზონაზე.

„ფილერის არჩევა რთულია, სპეციფიკურია, რადგან პრეპარატებს შორის არსებობს ბევრი განსხვავება: წარმოების ქვეყანა, შემადგენლობა, მდგრადობა, პროცედურის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი და გვერდითი მოვლენები.ბიოდეგრადირებადი პრეპერატები, დღეს ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. შემავსებლის სწორი არჩევანით და კარგად შესრულებული პროცედურით ისინი პრაქტიკულად არ იწვევენ გვერდით მოვლენებს და გართულებებს. ბიოდეგრადირებადი (დროებითი) შემავსებლები შეიცავს ჰიალურონის მჟავას, კოლაგენის და კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის საფუძველზე დაფუძნებულ ფილერებს, ისინი აბსოლუტურად უვნებელია და დამოუკიდებლად გამოიყოფა ორგანიზმიდან რამდენიმე თვის შემდეგ. თანამედროვე ბიოდეგრადირებადი შემავსებლები მუშაობენ საშუალოდ 6 თვიდან 1,5 წლამდე. თანდათანობით, ისინი იშლება ფერმენტული სისტემის მიერ და გამოიყოფა ორგანიზმიდან ბუნებრივად.

ფილერის სავარაუდო გართულებებია: შემავსებლებთან დაკავშირებული ერთ-ერთი გართულება არის მათი შესაძლო მიგრაცია. თუმცა,თანამედროვე პრეპარატების გამოყენებისა და პროფესიონალი ექიმი-კოსმეტოლოების მიერ ჩატარებუილი პროცედურის შემთხვევაში, შიშები უსაფუძვლოა. ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება არის ექიმის რეკომენდაციების მკაცრად დაცვა. მიზანშეწონილია გამორიცხოთ მასაჟები და თავიდან აიცილოთ ადგილობრივი ზეწოლა შემავსებლის ინექციის ადგილზე, მაგალითად, უარი თქვათ საცურაო სათვალეზე ან სათხილამურო ნიღბის ტარებაზე. ზოგჯერ შემავსებლის მიგრაცია შესაძლებელია სახის კუნთების ინტენსიური მუშაობით ან გარკვეული ანატომიური სტრუქტურების ცვლილებებით“ – ქეთევან ბოჭორიშვილი

ფილერების კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა არის ინექციების შემდეგ ე.წ. შეშუპებული სახის წარმოქმნა. ფაქტობრივად, ზომიერი შეშუპება შემავსებლის შეყვანის პროცედურის შემდეგ პირველი 2-3 დღის განმავლობაში საკმაოდ ბუნებრივია და ასოცირდება ჰიალურონის მჟავის ძირითად თვისებასთან – ჰიდროფილურობასთან, ანუ უჯრედშორის მატრიქსში ტენიანობის შენარჩუნების უნართან.

„თუ შეშუპება დიდხანს გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ თქვენთან შეირჩა არასწორი პრეპარატი ან გამოყენებულ იქნა ზედოზირებით.თუ თქვენ გაქვთ შეშუპებისადმი მიდრეკილება, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ჰიალურონის მჟავის შემავსებლები. აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი ამ მახასიათებლის შესახებ, ის შეარჩევს უფრო მკვრივ პრეპარატებს, მაგალითად, კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის საფუძველზე, რომელიც, პრინციპში, არ იძლევა შეშუპებას, თუ დაცულია ინექციის ტექნიკა და წესები. ფილერის შეყვანის უკუჩვენება ორსულობა, ლაქტაცია, ჰერპესის ხშირი გაჩენა, ნებისმიერი ინფექციური დაავადება სახეზე – სინუსიტი, შუბლის სინუსიტი, პაროდონტის დაავადება და ა.შ.“ – ქეთევან ბოჭორიშვილი

პროცედურის გადადება რეკომენდირებულია ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და აუტოიმუნური პრობლემების შემთხვევაში. შემავსებლებით კორექცია უკუნაჩვენებია კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისკენ მიდრეკილ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ან კანის მწვავე დაავადებები.

კატეგორიულად აკრძალულია ფილერის პროცედურა ადრე შეყვანილი მუდმივი შემავსებლების ადგილებში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!