დღის სიახლეებისიახლეები

ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი Google Pixel 7 სმარტფონით დასაჩუქრდა

0
გაზიარება

ლიბერთიმ, განახლებული ციფრული ბანკი 2019 წელს წარადგინა და დღეს უკვე 500 000-ზე მეტი მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი ჰყავს.

ლიბერთის მობაილ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი ბათუმელი თენგიზ მდინარაძეა, რომელსაც საჩუქრად Google Pixel 7 სმარტფონი ლიბერთის ციფრული ბანკინგის გუნდმა გადასცა.

“ლიბერთის მობაილ ბანკი ჩემთვის ძალიან მარტივი მოსახმარი აღმოჩნდა. აქ ყველაფერია, რაც შეიძლება ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთო. მობაილ ბანკს ძირითადად პირადი გადარიცხვებისთვის ვიყენებ. მომწონს ‘ყულაბის’ და ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისები. მართალია, სულ ახლახან დავრეგისტრირდი, მაგრამ უკვე ისიც შევამჩნიე, რომ კომუნალურების გადახდა სხვა ბანკებთან შედარებით დაბალი საკომისიოთი შემიძლია. ჩემი ახალი ტელეფონით ნელ-ნელა გადმოვიტან კომუნალურების შაბლონებსაც. საჩუქარს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა ამხელა ყურადღება” – თენგიზ მდინარაძე, ლიბერთის მობაილ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი.

ლიბერთის განახლებულ მობაილ და ინტერნეტ ბანკზე მუშაობისას, მთავარი მიზანი იყო მომხმარებლებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე შესძლებოდათ ლიბერთის ნებისმიერი პროდუქტით და სერვისით სარგებლობა. ახალი ფუნქციები, რომელიც ციფრულ ბანკინგში ჩნდება, მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება:

„ნახევარი მილიონი მომხმარებელი ჩვენი გუნდისთვის ერთის მხრივ დიდი წარმატებაა და ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობა. ვგრძნობთ ჩვენი მომხმარებლის ნდობას და გვინდა, რომ ყოველთვის იმაზე მეტი შევქმნათ მათთვის, ვიდრე მოელიან. ლიბერთი საქართველოს ყველა ქალაქში, სოფელში და რეგიონშია ფიზიკურად წარმოდგენილი. ადამიანები ჩვენს საბანკო მომსახურებებს იყენებენ, ისეთ მოშორებულ ადგილებშიც, საიდანაც რთულია ფილიალში მისვლა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მობაილ ბანკი ერთნაირად მარტივი გამოსაყენებელი იყოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. გვეამაყება, რომ მობაილ ბანკის განახლებაზე ლიბერთის გუნდმა იმუშავა. მუდმივად ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე – გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და საკუთარ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.“ – გიორგი ქოროღლიშვილი დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!