დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

თალიბანმა ავღანეთის ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა

0
გაზიარება

Associated Press-ი უმაღლესი განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, ზიაულა ჰაშმის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თალიბანმა ავღანეთის ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა.გადაწყვეტილება ვრცელდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებზე. უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ევალებათ დაუყონებლივ დააწესონ აკრძალვა და მოხსენება გააკეთონ ამის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და ძალაში იქნება შემდგომ გაფრთხილებამდე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ვოლკერ ტურკის განაცხადებით, აკრძალვის დაწესებით თალიბებმა დაარღვიეს თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები და კიდევ ერთი სასტიკი დარტყმა მიაყენეს ავღანელი ქალებისა და გოგონების უფლებებს.

„გარდა იმისა, რომ გოგონებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა აეკრძალათ, უბრალოდ იფიქრეთ ყველა ქალ ექიმზე, ადვოკატზე და მასწავლებელზე, რომლებიც დაიკარგნენ და დაიკარგებიან ქვეყნის განვითარებისთვის. საშუალო და უმაღლეს განათლებაში ქალთა მონაწილეობის შეჩერება ავღანეთის საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა.

2022 წლის 22 მარტს ქვეყნის განათლების სამინისტრომ, გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა. სამინისტრომ შეზღუდვის მოხსნის პირობად შარიათის, ეროვნული ტრადიციისა და კულტურის შესაბამისად გოგონებისთვის ახალი სასკოლო ფორმის შემუშავება უწოდა. სექტემბერში მხოლოდ ბიჭები და მამრობითი სქესის მასწავლებლები მიიღეს სკოლაში. მოგვიანებით, 2 დეკემბერს, ავღანეთის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნადა მოჰამედ ნადიმმა განაცხადა, რომ ქალებისთვის განათლება არის უცხო კულტურის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში მე-20 საუკუნეში შემოიტანეს.პარალელურად კი, ურიცხვი აკრძალვების მიუხედავად, ქვეყანაში ქალთა მიწისქვეშა ფიტნეს კლუბები იხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მათი ინფორმაციით, ქალთა სპორტული დარბაზი დედაქალაქ ქაბულში და რამდენიმე სხვა დიდ ქალაქში კერძო სახლების სარდაფებშია განლაგებული.

ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების მფლობელი აღნიშნავს, რომ მიწისქვეშა კლუბები ერთადერთი გამოსავალია ავღანელი ქალებისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ მამაკაცების თანხლების გარეშე წასვლა რესტორნებში, კულტურულ ღონისძიებებსა და პარკებშიც კი.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!