ნაძვის ხის სანათი ილუმინაციების იმპორტის მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 1,522 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 13-წლიან პერიოდში მაქსიმუმია. შარშან იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 804.3 ათასი აშშ დოლარის ნაძვის ხის სანათი მოწყობილობები შეიძინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 754 ათასი აშშ დოლარის, 2019 წლის 11 თვეში – 825.4 ათასი აშშ დოლარის და ა.შ.
საქართველომ ნაძვის ხის მნათი მოწყობილობის იმპორტი განახორციელა:
- ჩინეთი – 1,261 მლნ აშშ დოლარი
- ნიდერლანდები – 106.4 ათასი აშშ დოლარი
- ჰონ-კონგი – 72.5 ათასი აშშ დოლარი
- ბულგარეთი – 41.8 ათასი აშშ დოლარი
- თურქეთი – 14.9 ათასი აშშ დოლარი
შედარებით მცირე რაოდენობით, მნათი ილუმინაციების იმპორტი ასევე განხორციელდა: ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, სომხეთი, გერმანია, დანია, აშშ, ბელგია, უკრაინა, შვედეთი.