Lonely Planet’s Best in Travel 2023 რეკომენდაციას უწევს 30 ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საკვების, მოგზაურობის, კავშირის, სწავლისა და განტვირთვის მიზნით
- დომინიკა
გლობალურმა ტურისტულმა ორგანომ Lonely Planet-მა 2023 წელს მოგაზურობისთის „საუკეთესო ლოკაციების“ სია გამოაქვეყნა, სადაც დომინიკა ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დასახელდა.ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Planet’s Best in Travel კოლექციაში დომინიკა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
- სენტ კიტსი
კარიბის ზღვის კიდევ ერთი კუნძული სენტ-კიტსი მდიდარია ისტორიით, კულტურით, თავგადასავლებით და უამრავი ახალი პროგრამით.კუნძულზე 2022 წელს ახალი საცხოვრებელი კოპლექსები გაიხსნა, სადაც ყველანაირ ფასიან ნომრებს შეხვდებით.პატარა კუნძულის ქირაობა მთლიანადაც არის შესაძზლებელი.
- მექსიკა
მექსიკა ყურადღების ცენტრშია ახალი შეთავაზებებით.200 ჰექტარი აყვავებულ ტროპიკულ ჯუნგლებში, რომელიც თეთრი ქვიშით არის დაფარული, უამრავი ახალი დასასვენებელი ობიექტი გაიხსნა, სადაც დამსვენებლებს წელიწადის ყველა სეზონზე ელიან.საკურორტო ზონის წარმომადგენლები 2023 წელს ეკოლოგიურ წლად აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ვიზიტორებს ეკო მეგობრული გარემო ელოდებათ. 2024 წელს Chablé Sea of Cortez – მეოთხე სექტორი გაიხსნება.
- იაპონია
Wild Frontiers-ის მოგზაურობის ექსპერტთა ჯგუფმა იაპონია 2023 წლის საუკეთესო მიმართულებად დანიშნა.”იაპონია დაბრუნდა და ის ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის!”- აცხადებს კომპანია.Wild Frontiers გთავაზობთ მორგებულ ტურს ქვეყანაში – კლასიკური იაპონია, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს შეისწავლოთ ტოკიო, მათ შორის ედოს ეპოქის მემკვიდრეობის წმინდა და ისტორიული ადგილები. მოგზაურობა ასევე მოიცავს ჰიდას რეგიონის მთის უღელტეხილებს, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ ტრადიციულ იაპონურ რიოკანში.
- მადაგასკარი
სია, თუ სად უნდა იმოგზაუროთ 2023 წელს, ასევე მოიცავს მადაგასკარს – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბიომრავალფეროვნებას და კონსერვაციულ ტერიტორიას, ენდემური ფლორისა და ფაუნის სიმდიდრით.გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და ხელმისაწვდომობით, ის ხდება შემდეგი შესანიშნავი ადგილი, მომავალი თაობის განათლებისთვის.