„კრედიტინფოს“ 2022 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება მსესხებლების 11,6%-ს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 431 541 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 905 728 ადამიანს აქვს, ჯამში 38 395 265 600 ლარის მოცულობის.
მსესხებლების 84,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ნოემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 35 035 732 115 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 606 911 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8,3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 134 354-ია. სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 707 570 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 871 076 744 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 112 694 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 22 455 ადამიანს კი, ჯამში 488 456 741 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 074 ადამიანს უფიქსირდება.