დღის სიახლეებისიახლეები

საერთაშორისო ბაზარზე თხილზე მოთხოვნა მაღალია, გლობალურ ასპარეზზე საქართველო ჯერჯერობით სუსტად არის წარმოდგენილი- „თიბისი კაპიტალი“

0
გაზიარება

კაკლოვანი კულტურების ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და ამასთანავე პერსპექტიული, რის გამოც წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ინტერესი ამ დარგის მიმართ, როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში“, – „თიბისი კაპიტალი“

„კაკლოვნებით ვაჭრობა მსოფლიო ვაჭრობის 0.11%-ს შეადგენს. 2020-2021 წლებში კაკლოვნების ექსპორტი მსოფლიოში გაიზარდა 7%-ით. ღირებულების თვალსაზრისით კი 2021 წელს 20 მილიარდ დოლარს მიაღწია.2021 წელს კაკლოვნების მთავარი ექსპორტიორები იყვნენ შეერთებული შტატები (8, 1 მლრდ დოლარი), თურქეთი (1,8 მლრდ დოლარი), ირანი (943 მლნ დოლარი), ჩინეთი (907 მლნ დოლარი) და ესპანეთი (897 მლნ დოლარი). მათი წილი მთლიან ექსპორტში თითქმის მესამედს შეადგენს.ევროპა კაკლოვანი კულტურების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ამავდროულად ის კაკლოვანი კულტურების წამყვანი მომხმარებელიცაა. საქართველოსთვისაც ევროპა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია კაკლოვანი კულტურების მიმართულებით“ – აღნიშნულია მიმოხილვაში

საქართველოდან 118 მილიონი დოლარის ღირებულების კაკლოვანი კულტურები გავიდა ექსპორტზე 2021 წელს, რაც 26%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. კაკლოვნების ექსპორტის მთლიანი ღირებულების 97%-ს კი თხილის ექსპორტი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თხილზე მოთხოვნა მაღალია საერთაშორისო ბაზარზე, გლობალურ ასპარეზზე საქართველო ჯერჯერობით სუსტად არის წარმოდგენილი

„იმისათვის, რომ საქართველომ საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი აითვისოს, საჭიროა მიიღწეს სტაბილურობა თხილის წარმოებაში, როგორც ხარისხის, ისე წარმოების მოცულობის თვალსაზრისით.კაკლის შემთხვევაში შიდა ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება წარმოებას, ამავდროულად, ფასი უფრო მაღალია ვიდრე მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, ჯერჯერობით მთლიანი წარმოება ადგილობრივად მოიხმარება. მოთხოვნა მაღალია როგორც გადაუმუშავებელ, ასევე – გადამუშავებულ კაკალზე. ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კაკალი იმპორტითაც შემოდის. თუმცა, რამდენიმე წელიწადში, წარმოების ზრდასთან ერთად კაკლის ექსპორტი უფრო აქტუალური გახდება. მსოფლიოში წარმოების ზრდის კვალდაკვალ, ქართულ კაკალს საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე მოუწევს შესვლა. საქართველოს ბაზრისთვის შედარებით ახალი კულტურებია ნუში და ფისტა. მცირე მოცულობის წარმოების გამო ეს კულტურები ჯერჯერობით ექსპორტზე არ გასულა. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ამ კულტურებზე შედარებით დაბალია და მცირე რაოდენობით შემოდის იმპორტით. ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება ქართული ნუში, ხოლო ქართული ფისტა მომდევნო წლიდან შეიძლება გამოჩნდეს“,- წერს „თიბისი კაპიტალი“.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!