დღის სიახლეებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„Sale news Card “- ბიზნესების სპეციალური შეთავაზებები ერთ სივრცეში

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციაციის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს  წარმატებული ქართული ბიზნესები და ხელი შეუწყოს მათ. წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, მაია ტატულაშვილის თქმით დღეს ბიზნესებში ძალიან პრობლემურია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით კადრების მოძიება და მათი ციფრულ პლატფორმებზე პოზიციონირება, სწორედ ამიტომ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ შეიქმნა „Sale news ge” – სადაც ქართული ბიზნესების სპეციალური შეთავაზებების სივრცეა.

 „ჩვენი პროექტი 6 თვის წინ დაიწყო, ეს არის წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია და ჩვენი მთავარი მიზანია,რომ ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა ქართული წარმატებული ბიზნესები და ხელი შეგვეწყო მათთვის რამდენიმე მიმართულებით. როგორც ვიცით დღეს გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან ბიზნესები. ჩვენი ასოციაცია კი უზრუნველყოფს მათ გაყიდვებში მხარდაჭერას, საერთაშორისო ბაზრებზე მათი პროდუქტების გატანას, პარტნიორობას, ბიზნესების ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოებას.შეიქმნა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, რომელიც არის სივრცე,სადაც ხდება უფასო სემინარები და კონფერენციების ჩატარება.დღეს ხუთ მთავარ მიზანზე დგას ჩვენი ასოციაცია, თუმცა ერთ-ერთი რაც კვლევამ აჩვენა დავინახეთ, რომ დღეს ბიზნესში ძალიან პრობლემურია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით კადრების მოძიება, ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს  მათ ციფრულ პლატფორმებზე პოზიციონირება, ძალიან ბევრი ბიზნესისთვის ეს არ არის ხელმისაწვდომი, დღეს თანამედროვე გაყიდვებში აუცილებელი კომპონენტი კი სწორედ ეს არის.სწორედ ამიტომ ჩვენ იმისთვის, რომ ბიზნესებს გარკვეულწილად დავხმარებოდით  გაყიდვებში და ეს მხარდაჭერა გაგვეკეთებინა შემოვიტანეთ ონლაინ გაყიდვებისთვის პლატფორმა „Sale news ge” – სადაც ქართული ბიზნესების სპეციალური შეთავაზებების სივრცეა განთავსებულიყო, ანუ მომხმარებელმა აღარ ეძებოს  სხვადასხვა კომპანიების სპეციალური შეთავაზებები, სწორედ ერთ პლატფორმაზე  მოხდეს ყველა ბიზნესის შეთავაზება ნახვა. ასევე შევქმენით ფასდაკლების ბარათები „Sale news Card“ , რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს, რომელსაც აქვს „Sale news Card“ სარგებლობს სპეციალური შეთავაზებებით ჩვენი პარტნიორ კომპანიებში. ჩვენ ერთი თვეა, რაც ეს პლატფორმა გავაცანით საზოგადოებას და დავიწყეთ მომხმარებლისთვის ამ ინფორმაციის გაცნობა. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ როდესაც ნებისმიერი თანხის მობილიზება მოხდება ჩვენს ასოციაციაში ეს ყველაფერი ისევ და ისევ ბიზნესის მხარდაჭერისთვის გამოვიყენოთ. ის რაც ჩვენმა ასოციაციამ ქართული ბიზენსის წარმომადგენლებს შესთავაზა მათი მხრიდან იყო მისაღება, ჩაერთნენ, მხარი დაგვიჭირენ და ვიწყებთ უფრო მეტად ამ გარკვეული ეტაპების გავლას. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი ფასდაკლების ბარათების სისტემების შექმნას ჰქონდა ბენეფიტის ჩადება, რომ დღეს ქართული ბიზნესისთვის კადრების შენარჩუნება ერთერთ მთავარ პრობლემად იქცა, ბიზნესები უკვე იწყებენ ამ პრობლემის გადასალახად გარკვეული შეთავაზებების შეთავაზებას კადრების შესანარჩუნებლად, მათ შორის სადაზღვეო პაკეტის შენარჩუნება, საახალწლო საჩუქრები და ა.შ. ამიტომ ჩვენი ასოციაცია კომპანიებს სთავაზობს მათი ლოგოთი დაბეჭდონ ეს ბარათები და საჩუქრად გადასცენ თანამშრომლებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გამოიყენებენ ასოციაციის წევრ კომპანიებში სპეციალურ შეთავაზებებს“- მაია ტატულაშვილი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!