დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში კარტოფილის ფასები დასტაბილურდა

0
გაზიარება

EastFruit-ის ანალიტიკოსების მიერ ბაზრის მონიტორინგის მორიგ ანგარიშის მიხედვით საქართველოში კარტოფილი ფასები დასტაბილურდა. პროდუქტზე ფასები სექტემბერში გაიზარდა, როდესაც ხანგრძლივი გვალვების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში დიდი მოსავალი არ იყო. საბოლოოდ, კი ბაზარი იმპორტის საშუალებით დასტაბილურდა.

ერთი კილოგრამი კარტოფილი საშუალოდ 1,80 ლარი ღირს. ანალიტიკოსების თქმით, ფასების ზრდა შეჩერდა იმპორტის დამსახურებით.

2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იმპორტის მოცულობამ 2,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი და ბელარუსი.

საქსტატის მონაცემებით, 11 თვეში, საქართველომ 5 489 ტონა (2,547 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილის იმპორტი განახორციელა.

ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც წელს პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით შევიძინეთ, ჩამონათვალი ასეთია:

  1. გერმანია – 1180.8 ტონა (1 063 მლნ აშშ დოლარი)
  2. თურქეთი – 1054.8 ტონა (230.3 ათასი აშშ დოლარი)
  3. რუსეთი – 719.2 ტონა (185.7 ათასი აშშ დოლარი)
  4. ბელარუსი – 703.6 ტონა (192.7 ათასი აშშ დოლარი)
  5. აზერბაიჯანი – 527.6 ტონა (300 ათასი აშშ დოლარი)

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!