ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა ახალი საბადოს აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგები 58 მლრდ კუბური მეტრია, უცხოელმა ექსპერტებმა კომპანიიდან DeGolyer & MacNaughton თურქეთის „ლურჯი საწვავის“ მარაგები ჯამში 710 მლრდ კუბურ მეტრად შეაფასეს. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ყველაზე დიდ საკარიას საბადოზე, სადაც 50 ხომალდია ჩართული. დონმეზმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა იქ 10 ჭაბურღილია გათხრილი, ხოლო 2026 წლისთვის მათი რიცხვი 4-მდე გაიზრდება.
შავ ზღვაში 3 კმ სიღრმეში ახალი საბადოს აღმოჩენის შესახებ ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გამოაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის საბადოების ჯამური ღირებულება შეფასებულია 1 ტრილიონ დოლარად.