ახალი წლისთვის საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში მომხმარებლების რაოდენობა შემცირებულია, ფასები კი შარშანდელთან შედარებით გაზრდილი.
ინდაურის ფასი 100 ლარიდან იწყება და 180 ლარსაც კი აღწევს.
1 კილოგრამის გოჭის ფასი კი 20 ლარს შეადგენს
1 კილოგრამი საქონლის ხორცი – 15-17 ლარის ფარგლებში მერყეობს.
1 კილოგრამი ქათმის ფასი კი 8 ლარს შეადგენს.
ნიგვზის ფასი 22 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს.
თაფლის ფასი , თბილისის აგრარულ ბაზარში 20 ლარი
იმერული ყველი18-20 ლარი, ხოლო სულგუნი 25 ლარია.
სოკოს ფასი 13-15 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გაყინული თევზის ფასი ძირითადად 12-25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ცოცხალი კალმახის შეძენას კი 19 ლარად შეძლებთ.
მანდარინის შეძენა 2 ლარიდან არის შესაძლებელი. კივის ფასი კი საშუალოდ 3-3,50 ლარის ფარგლებშია.
აგრარულ ბაზარში ჩურჩხელის ფასიც განსხვვებულია – მისი ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს.