70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრ 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდა; 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრა 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა.
ასევე გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.