დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
85 საკვები პროდუქტიდან მხოლოდ 6 გაიაფდა.
- კომბოსტო – 45.9%-ით
- ქლიავი – 26.6%-ით
- ნიორი – 10.5%-ით
- ბადრიჯანი – 9.9%-ით
- მზესუმზირის ზეთი – 6.6%-ით
- კივი – 1.9%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომბოსტო 199,1%-ით გაძვირებული პროდუქტების სათავეში იყო. ასევე, გაძვირებულ პროდუქტებს შორის იყო ბადრიჯანი 36.4%-ით და მზესუმზირის ზეთი 36%-ით.