2022 წელს იტალიის ვიზიტორთა რაოდენობამ 112,3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-იანი ზრდაა.ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციამ Confesercenti-მ გაავრცელა.ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს, კლება 14%-ია.
როგორც Confesercenti აღნიშნავს, ტურიზმის მთავარი მამოძრავებელი იყო ევროპელი ტურისტები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ტურისტების რაოდენობა აშშ-დან.
„2023 წლის პირველ სამ თვეზე პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა მაინც გაურკვეველი.“ – წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.