დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა,დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა

0
გაზიარება

2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.

საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს-აღნიშნულია ეროვნული ბანკის იანვრის მიმოხილვაში

„დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე შესამჩნევი ბენზინის 6%-ით გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. სიგარეტის 2%-ით გაძვირებამ კი ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა.სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბრის წლიურ ინფლაციაში 4.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევი პურზე, ყველზე და კარტოფილზე გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2.0 პპ-ს შეადგენდა.

ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.1 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 6.8 %-ს შეადგენდა.

ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან, ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0.7 პპ) და სანოტარო გადასახდელის გაძვირებაა (0.3 პპ),“-ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!