დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ოჯახების 4,6% ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის მონაცემებით საქართველოში ოჯახების 4,6% ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს. ქალაქში ეს მაჩვენებელი 7,6%-ს შეადგენს, სოფლად კი მხოლოდ 0,5%-ს.                                                                                                                                                                                              ქვეყანაში შინამეურნეობების 93,1% საკუთარ სახლში ცხოვრობს,ქალაქად საკუთარი უძრავი ქონება ოჯახების 90,5%-ს აქვს, სოფლად კი 96,6%-ს, ხოლო რაც შეეხება საცხოვრისის ტიპებს, შინამეურნეობების 58% ინდივიდუალურ სახლში, ანუ კერძო ბინაში ცხოვრობს, 41,9% კი იზოლირებულ ბინაში. ქალაქად კერძო სახლებს ოჯახების 30,4% ფლობს, სოფლად კი 94,1%. იზოლირებული ბინების თანაფარდობა კი თავისთავად განსხვავებულია და ქალაქში უფრო მეტი ოჯახი ცხოვრობს, კერძოდ, ქალაქად ბინებში 69,5% ცხოვრობს, სოფლად კი იზოლირებულ ბინებში შინამეურნეობების მხოლოდ 5,8%.

სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 65,1% 1951-1990 წლებში დასრულებულ სახლებში ცხოვრობენ, 12,1% – 1950 წლამდე აშენებულ სახლებში, 4,2% – 1991-1995 წლებში აშენებულში, შინამეურნეობების მხოლოდ 0,8% ცხოვრობს 2016 წლის შემდეგ აშენებულ სახლებში.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!